გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი განცხადებას ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო.
"გერმანიის სახელით რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის დროს დაზარალებულებს ჩვენს თანაგრძნობას ვუცხადებ. ვფიქრობთ და ვლოცულობთ დაღუპულთა ოჯახებისთვის, დაშავებულებისა და სამაშველო სამუშაოებში მონაწილე ადამიანებისათვის" - ნათქვამია განცხადებაში.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.
ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 21 ადამიანთან.