logo
ENG



გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

21 ნოე 202310:31
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა

არსებული ინფორმაციით, პისტორიუსი შეხვედრებს გამართავს უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს თქმით, აღნიშნული ვიზიტი უკრაინისადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატულება იქნება.

ამასთან, შეხვედრების მთავარი თემა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევის სამხედრო დახმარება იქნება.


close დახურვა