logo
ENG



გერმანიის კანცლერი კახოვკას ჰესის აფეთქებას ომის "ახალ განზომილებას" უწოდებს

06 ივნ 202315:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/06/ost1ol4y8zqptqe.jpg

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი კახოვკას ჰესის აფეთქებას ომის "ახალ განზომილებას" უწოდებს.

შოლცის თქმით, ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება "შეესაბამება იმას, თუ როგორ აწარმოებს პუტინი [უკრაინაში] ომს". ამასთან, ის აღნიშნავს, რომ გერმანიის ხელისუფლება ყურადღებით და შეშფოთებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

"რუსეთი ყოველთვის უტევს სამოქალაქო ობიექტებს - ქალაქებს, სოფლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინას მხარი დავუჭიროთ - ფინანსური თვალსაზრისით და ასევე, იარაღის მიწოდებით", - თქვა გერმანიის კანცლერმა.

დღეს დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი პროკუდინის თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.


close დახურვა