logo
ENG



გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანს მოუწოდებს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდეს

05 ნოე 201908:57
3 წუთის საკითხავი
 
panclop14mivwhw.png

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანს მოუწოდებს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდეს. საუბარია ურანით გამდიდრების ახალ პროგრამაზე, რომელიც ირანმა დააანონსა. ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰეიკო მაასმა განმარტა, რომ ოფიციალური ბერლინი თეირანის განცხადებას ემიჯნება. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ორი თვის განმავლობაში ურანის გამდიდრება ათჯერ გაიზარდა. ამოქმედებულია 30 ახალი ცენტრი-ფუგა, რომელიც აქამდე არსებულ მოდელებზე 50-ჯერ სწრაფია. ირანმა ინფორმაცია მას შემდეგ გაასაჯაროა, რაც დონალდ ტრამპმის გადაწყვეტლებით შეერთებული  შტატები ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმებიდან გავიდა. 


close დახურვა