logo
ENG



გერმანული მედიის ცნობით, ბერლინის იზოლატორში ვადიმ სოკოლოვის მოკვლა სურთ

07 დეკ 201910:23
3 წუთის საკითხავი
 
4s54v6wm66jc40q.jpg

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს შესაძლოა ფიზიკური ლიკვიდაცია ემუქრებოდეს. გერმანული მედიის ცნობით, გამოძიებამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქის, ვადიმ კრასიკოვის, იგივე ვადიმ სოკოლოვის ბერლინის იზოლატორში მოკვლა სურთ, ამიტომ ეჭვმიტანილი სხვა ციხეში გადაიყვანეს. ბრალდებულის ახალი ადგილსამყოფელი არ ხმაურდება. პარალელურად, მედია იმასაც წერს, რომ კრასიკოვი რუსეთის უშიშროების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა და სულ მცირე, კიდევ ერთ შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეობდა. საუბარია 2007 წელს კარელიის რეგიონში ადგილობრივი დეპუტატისა და ბიზნესმენის მკვლელობაზე. 


close დახურვა