logo
ENG



გვავალდებულებენ, საკუთარი ხარჯით, ტაქსით ვიაროთ - ექიმები დახმარებას ითხოვენ

05 აპრ 202020:13
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო ექიმებს სამუშაო ადგილებამდე მისვლის პრობლემა აქვთ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციამ გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, სახელმწიფო კლინიკები მერიის დახმარებით თანამშრომლებს ტრანსპორტით უზრუნველყოფენ, მათ შორის - სასწრაფოს ექიმებს. თუმცა, კერძო კლინიკები თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე არ ზრუნავენ.

კერძო საავადმყოფოებში შექმნილ ვითარებასა და პრობლემებზე ექიმების დიდი ნაწილი ხმამაღლა საუბარს ერიდება, თუმცა ნაწილი ადასტურებს, რომ კარანტინისა და საგანგებო ზომების დროს, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, მათ გადაადგილება საკუთარი ხარჯებით, ტაქსით უწევთ და ხშირ შემთხვევაში, დაბალი ანაზღაურების დიდი ნაწილი გადაადგილებაში ეხარჯებათ. მედიკოსების პრობლემებზე საუბრობს მათი უფლებადამცველიც. სალომე ლოლუას თქმით, კლინიკების ერთი ნაწილი თანამშრომლების ტრანსპორტირებას საერთოდ არ უზრუნველყოფს. 

საგანგებო მდგომარეობის შედეგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალულია. შეზღუდვებია ტაქსებზეც, შეჩერებულია ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა რეგიონების მიმართულებითაც, რაც ქალაქგარეთ მცხოვრებ სამედიცინო პერსონალს კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნის.  


close დახურვა