მე სად ვიქნები, ეს არის ჩემი გადასაწყვეტი. არავის წინაშე ვალში არ ვარ. მე არავისთვის არ მიღალატია. თუ მიშაზეა საუბარი, ის ჩემი მეგობარია და ასეთად დარჩება. არასოდეს არ გადავკვეთ წითელ ხაზებს, რომელიც მას პირადად მიაყენებს ზიანს. ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა და იქიდან რას მივიღებ, ამაზეც არ არის დამოკიდებული. პასუხის გაცემის რეჟიმსაც გამოვრიცხავ, რაც არ უნდა მოხდეს იქიდან.
ჯერ ერთი, ისაა პატიმარი. მაგრამ მე მიშა სააკაშვილის მოწონება პოლიტიკაში რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი. ილუზია რატომ უნდა მქონდეს, რომ მიშა სააკაშვილი მხარს დამიჭერს ან მომიწონებს ან ბედნიერი იქნება ჩემით, როცა მისი პარტიის პოლიტიკური კონკურენტი შეიქმნა? ეს ხომ ბუნებრივი მოვლენაა? სააკაშვილის გამტყუნებაც არ შეიძლება, როცა განცხადებებს აკეთებს.