ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური გამოჯანმრთელების პროცესი დაწყებულია, თუმცა, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენა დროულ და კვალიფიციურ ჩარევას საჭიროებს.
როგორც ადვოკატმა თქვა, ამისთვის მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, მასთან წამების მსხვერპლთა ორგანიზაცია ემპათიას ალტერნატიული კონსილიუმიც შევიდეს, რომლის ჯგუფშიც ნევროლოგები, ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები იქნებიან.
"მას შემდეგ, რაც მისი სისუსტე ალაგდა, ნათელი გახდა სტრესული, ნერვული მდგომარეობა. ეს მას ეტყობა ლაპარაკზეც, სიარულზეც. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაშია. ძალიან ცუდად ძინავს, ნერვიულობს და ა.შ". - თქვა ნიკა გვარამიამ.
მისივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი ძალიან წუხს, რომ ქართული ოცნების დადგენილი ნარატივი გავრცელდა, თითქოს აქცენტი ვადამდელი არჩევნებიდან მის შიმშილობაზე გადავიდა/
"მიხეილ სააკაშვილმა იშიმშილა იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას მთავარი - დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლება შეიცვალოს კოალიციური მთავრობით.
ის თავის თავს არ ხედავს მომავალ ხელისუფლებაში არც ერთი კონფიგურაციით, მისთვის მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ხელისუფლების სათავეში". - ამბობს ნიკა გვარამია.
გარდა ამისა, მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად ითხოვს თავის სასამართლო პროცესზე დასწრებას, რომელიც 29 ნოემბერს არის დანიშნული, მიუხედავად იმისა, რომ მას "ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს მიმართ ნდობა არ აქვს".