logo
ENG



გვარამია:მოვუწოდებ ხელისუფლებას თავი შეიკავოს ინციდენტებისგან, პროტესტი იქნება მშვიდობიანი

25 მაი 202611:28
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/25/wv17cagm4x75vaq.png

ნიკა გვარამიამ ოპოზიციური ალიანსის 26 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ აპირებენ მორჩილება გამოუცხადონ იმას, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

გვარამიამ მოუწოდა ხელისუფლებას თავი შეიკავოს ნებისმიერ ინციდენტისგან, ვინაიდან მათი პროტესტი არის მშვიდობიანი და არ არღვევს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას. 

"ამ დღეს [26 მაისს] განსაკუთრებული მოტივაცია გვაქვს ყველას, რომ შევიკრიბოთ და გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი. საქმე იმაშია, რომ აქცია უკვე ორი თვის განმავლობაში არის დაანონსებული, მასზე მუშაობს ოპოზიციური ალიანსი, უამრავი სხვა ადამიანი და რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერიამ გვიპასუხა, რომ რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იქნება და იქ აქციის გამართვა არ მიაჩნია მიზანშეწონილად, არ ვიცი ეს რას ნიშნავს, ასევე უარი გვითხრეს ტექნიკის გადაადგილებაზე.

იგივე პასუხი მოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მაგრამ გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ რუსთაველის გამზირი ცარიელი იქნება ჭანტურიას ქუჩის შემდეგ, შეგახსენებთ, რომ ეს არის მერიოტთან ჩასახვევი და იქ უბრალოდ არაფერი არ იქნება. ჩვენ ვითხოვთ სწორედ ამ ტერიტორიას, როგორც თავად განაცხადა გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იქნება გადაკეტილი და ცარიელი. ეს ტერიტორია ეკუთვნით მოქალაქეებს, ეს ტერიტორია ტრადიციულად არის პროტესტის გამოხატვის ადგილი თბილისში...

26 მაისს ვგეგმავთ ძალიან ბევრი ადამიანით უკვე ახალ საფეხურზე პროტესტის გადაყვანას, რაც მოიცავს კვლავ ბევრი ადამიანის მეშვეობით რეჟიმის გაპროტესტებას.

ჩვენი დამოკიდებულება არის მკაფიო: ჩვენ არ ვცვლით დაგეგმილ მარშრუტს, რომელიც ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია უკვე 2 თვეა. იმის გამო, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა თავისი შიშის თუ მისთვის ცნობილი მიზანშეწონილობის გამო შეგვაცვლევინოს გეგმები ჩვენ და საქართველოს მოქალაქეებს, ამის გამო ეს გეგმები არ შეიცვლება. ჩვენი მოთხოვნა ემყარება კონსტიტუციას, მოვახდენთ ჩვენი უფლების სრულად რეალიზაციას.

რაც შეეხება ივანიშვილის რეჟიმის ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს და ანტიკონსტიტუციურ შეზღუდვებს, არ ვაპირებთ მორჩილება გამოვუცხადოთ იმას რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

ხვალ, 19:00 საათზე, ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, შემდეგ მივდივართ მარშით რუსთაველზე. მანამდე, ბოლომდე ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ, ის, რისი უფლებაც გვაქვს.

მოვუწოდებ "ხელისუფლებას" თავი შეიკავოს ნებისმიერ ინციდენტისგან. აქ იმყოფება მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დელეგაცია, მასთან შეხვედრები აქვს ოპოზიციას, ასევე თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას და პროცესები ძალიან დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის როგორც საქართველოს შიგნით და გარეთ. ყველამ შეიკავოს თავი უკანონო ქმედებისგან, ყველა უკანონობაზე არსებობს პასუხი. ნებისმიერი ტიპის ესკალაციისგან შეიკავოს თავი ყველამ. ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი და ემყარება კონსტიტუციურ უფლებებს", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

"ქართლი ოცნების" ხელისუფლების აკრძლვების ფონზე, ოპოზიციის ალიანსი დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბურ აქციას გეგმავს. დაანონსებულ აქციაზე ალიანსს საჭირო ტექნიკის მიტანის უფლებას არ აძლევენ. ამაზე მათ უარი ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიამ უთხრა. ამის მიუხედავად ოპოზიციის ალიანსშ ამბობენ, რომ გეგმებს არ ცვლიან. 

მანამდე ოპოზიციურმა პარტიებმა კარდაკარის კამპანია ჩაატარეს, რა დროსაც შეხვდნენ მოქალაქეებს, გააცნეს საკუთარი გეგმები, მოისმინეს მათი პრობლემები. ასევე მოუწოდეს აქციაში მონაწილეობისკენ. 


close დახურვა