logo
ENG



გიგა ბოკერიას გამოკითხვა საქალაქო სასმართლოში 17:00 საათზე ჩაინიშნა

16 დეკ 201914:40
3 წუთის საკითხავი
 
x02mvxizb31p5dm.jpg
საქალაქო სასამართლოში „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას გამოკითხვა დღეს, 17:00 საათზე ჩაინიშნა. ის ჩვენებას, მაგისტრ მოსამართლესთან, 2014 წლის საქმესთან დაკავშირებით მისცემს. საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარება, იმ პერიოდს უკავშირდება, როცა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. საუბარია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესაძლო ფაქტზე. თავად ბოკერია მის დაბარებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს პროცესი ქვეყანაში ახლა არ დაწყებულა. 
პროკურატურის მაშინდელ განცხადებაში ეწერა, რომ "ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები მოხდა". ბოკერია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე ბოლოს 2014 წელს იმყოფებოდა. 
ცოტა ხნის წინ კი „ქართუ“ ბანკის საქმეზე დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს და ჯარიმები დააკისრეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას. დაკითხვაზეა დაბარებული „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავაც, რომელსაც მოჭიდავის ცემას ედავებიან.
ასევე, დროისთვის საპატიმროში იმყოფება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც ის 20 -21 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძველზე დააკავეს. ეს მუხლები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. გარდა ამისა, ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარედგინებათ.
რაც შეეხება ყოფილ პრემიერს, ვანო მერაბიშვილს - ის 2013 წლის მაისში დააკავეს. მერაბიშვილი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის - მათ შორისაა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების დამალვა, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ამომრჩევლის მოსყიდვა.

close დახურვა