logo
ENG



გიგა ბოკერია: წავიდნენ, ივანიშვილს დაელაპარაკონ, მოვიდნენ და გვითხრან პასუხი

15 დეკ 201917:29
3 წუთის საკითხავი
clock 1135
w8es25cmqqj7vgv.jpg

 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის მესამე რაუნდის შემდეგ, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რა თქვა წულუკიანმა გარეთ, შიგნით კი მათ დრო ითხოვეს, რადგან არანაირ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ.

„ჩვენ შეთავაზებული კი არა, მოთხოვნილი გვაქვს ჩვენი წინადადებები. ამ შეხვედრაზე მეტი დრო ითხოვეს, უნდა მოვიფიქროთ კიდევო, რადგან არცერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ. ასე რომ, ქალბატონი თეა რას ლაპარაკობს, არ ვიცი, შიგნით შეხვედრაზე დრო ითხოვეს. საერთოდ არ არიან გაგნებაში. ეს სისტემა, რასაც ვთავაზობთ, არის ჩვენ მიერ შეთავაზებული კომპრომისი კრიზისიდან გამოსასვლელად. სანამ გონს არ მოვლენ, ზეწოლა გაგრძელდება შიგნითაც და გარეთაც. ახლა წავიდნენ, ივანიშვილს დაელაპარაკონ,მოვიდნენ და გვითხრან პასუხი, რადგან მათ არანაირი შემოთავაზება არ აქვთ. დროის გაჭიანურებით, ისინი მათ მდგომარეობას აზიანებენ. ჩვენ გვაქვს დროც, მოთმინებაც. შიგნით წნეხის ქვეშ იმყოფებიან, დროს ითხოვენ და გარეთ წულუკიანს უთქვამს, არც ვიხილავთო“, - განაცხადა ბოკერიამ.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მრავალმანდატიანი სისტემა მიუღებელია, რადგან ის მხოლოდ ავღანეთსა და ერაყში მოქმედებს. ამასთან ერთად, მან აღნიშნა, რომ მომდევნო შეხვედრებზე უკვე განხილული თემები აღარ განიხილება.

 


close დახურვა