logo
ENG



გიგა ბოკერია საგანგებო მდგომარეობაზე: ინიციატივას მხარს დავუჭერთ ორ შემთხვევაში

21 მარ 202015:45
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპული საქართველო" საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიციტივას ორ შემთხვევაში დაუჭერს მხარს. შესაბამისად, ხელისუფლებისგან ელოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. 

"ჩვენ ამ ინიციატივას მხარს დავუჭერთ, თუმცა ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველი, თუ საგანგებო გამოცხადებულია გონივრული ვადით და ერთი თვე საჭიროა ნამდვილად, რათა გამოიკვეთოს საგანგებოს მნიშვნელობა. უნდა ვიცოდეთ, ასევე, მთავრობა რას ზღუდავს და რას არა. მეორე - შემოთავაზება უნდა იყოს კონკრეტული. მაგალითად, იქ საუბარი იყო ფასების კონტროლზე და  ჩვენ გვაქვს გამოცდილება,  რომ თუ ამ მიმართულებით მთავრობა შედის, პირიქით, შავი ბაზარი ვითარდება. ვიღებთ რეალურად ფასების ზრდას", - აღნიშნა ბოკერიამ. 

მისივე თქმით, ოპოზიცია ასევე ელოდება მთავრობის მიერ წარდგენილ ეკონომიკურ სტრატეგიას, რომელიც ჯერ ისევ არ არსებობს.

"შემდეგ დღეებში ასევე ველით სტრატეგიას ეკონომიკური კუთხით. პრობლემას ვხედავთ ზუსტად აქ, რომ ჯერჯერობით ხელისუფლებას არ აქვს ეკონომიკური სტრატეგია. ჩვენ ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა მოვისიმინოთ ხედვა და ჩვენ ვაძლევთ ამ დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ გაჩერება პრობლემაა, თუ ძალიან დიდი დოვლათის მქონე არ ხარ და ვერ დაეხმარები სახლში მყოფ ხალხს, და ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს", - აღნიშნა ბოკერიამ. 

რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმსა და 2020-ის არჩევნებს, "ევროპული საქართველოს" ლიდერს მიაჩნია, რომ თუნდაც ამ ვითარებაში შეთანხმების ძალაში დატოვება სავსებით რეალურია. 

"ასეთ ვითარებაში ჩვენი პოზიციაა, რომ სამართლებრივი კონსტიტუციური პრობლემების გადალახვა შესაძლებელია. არჩევნები უნდა ჩაატარდეს შეთახნმების მიხედვით. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეთანხმება რაც ეხება საარჩევნო ნაწილსა და პოლიპატიმრების გათავისუფლებას ძალაში იქნება, რადგან ეს შესაძლებელია. არჩევნების გარეშე არანორნალური ვითარება იქნება ქვეყანაში", - აღნიშნა ბოკერიამ. 

საქართველოს პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი განცხადებით, ვირუსის პირველი ტალღა საქართველომ წარმატებით გადაიარა, თუმცა მდგომარეობის დამძიმებას უნდა ველოდოთ. პრეზიდეტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზნით საქართველოს მთავრობამ მიმართა. 


close დახურვა