logo

გიგი უგულავა: მზად ვარ, მძევლები ჩავანაცვლო

21 ოქტ 202015:24
3 წუთის საკითხავი
clock 209 clock 4663

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ იგი მზადაა ჩენაცვლოს მძევლებს, რომელიც მისი თქმით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში ყაჩაღს ჰყავს აყვანილი. 

"თუ გამტაცებელი გვისმენს, მინდა მოვუწოდო და შევთავაზო: რამდენადაც ვიცი, 3 მძევალია დარჩენილი. შეთვაზოს პოლიციამ, რომ მზად ვარ ჩავენაცვლო იმ ადამიანებს. რამდენიმეს შევხვდი, ვინც გამოვიდა. თუ გვისმენს გამტაცებელი, ჯობია დეპუტატობის კანდიდატი იყოს [მძევალი]". 

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ. სავარაუდოდ, არიან მძევლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეების ნაწილმა შენობის დატოვება მოახერხა. 

ჯერჯერობით უცნობი, თუ რამდენი ადამიანია მძევლად აყვანილი და რამდენი მძარცველია ბანკში. მომხდარზე კომენტარი უკვე გააკეთა პრემიერმა გიორგი გახარიამ. მისი ინფორმაციით, ბანკში ერთი ადამიანია შეჭრილი. 



close დახურვა