![c1y807tznax6ki2.png](/uploads_script/news/thumb_c1y807tznax6ki2.png)
„ყველაფრის საფუძველი არის ნდობა და სწორედ ეს ცემენტი ივანიშვილმა აქცია წყლად“, - ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ გააკეთა.
მისი განცხადებით, ივანიშვილმა საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი და მის სიტყვას არანაირი ფასი არ ექნება.
„დღეს მთელი დღეა შეშებს იპარავენ. ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლები დაატუსაღეს შეშასთან ბრძოლაში. ასეთ იაფფასიან რამეებზე არიან გადასულები. ჩვენ ვხედავთ მორალურ კრიზისს ქვეყანაში. საზოგადოების ნდობა არის ცემენტი. შეუძლებელია სხვანაირად საზოგადოება არსებობდეს. ყველაფრის საფუძველი არის ნდობა და სწორედ ეს ცემენტი ივანიშვილმა აქცია წყლად. ივანიშვილმა საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი და მის სიტყვას არანაირი ფასი არ ექნება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.