logo
ENG



გიგლა მიქაუტაძე: მთავრობამ მოგვატყუა

28 მაი 202021:11
3 წუთის საკითხავი
 

მოვტყუვდით - ასე აფასებს პარტია "ლელოს" წევრი გიგლა მიქაუტაძე ოპოზიციის მხრიდან მთავრობის მიერ თანხმობაზე. საუბარია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე. მისი თქმით, ოპოზიციას ჰქონდა სხვა მოლოდინები, თუმცა რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. დღემდე რეალური ანტიკირიზისული გეგმა წარმოდგენილი არაა.

"ჩვენ როცა "ქართულ ოცნებას" დავუჭირეთ მხარი სიტყვიერად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თვალსაზრისით, სიტყვიერად იმიტომ, რომ  პარლამენტში არ ვართ ჯერ, მოვტყუვდით. გვეგონა, რომ ისინი მოამზადებნენ ისეთ სოციალურ პროგრამას და ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც ამ კრიზისს ადამიანებს მარტივად გადაატანინებდა. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ყველაზე მოწყვლადი ფენა დახმარების გარეშე დარჩა. მაგალითად, თვითდასაქმებულების 80 % ვერ მიიღებს დახმარებას. პრემიერა გუშინ მოიტყუა, როცა თქვა, რომ ძიძებისთვის წერილის მიტანა იქნებოდა საკმარისი და ეს ასე არაა. ვინც ოფიციალურ დარიცხვას არ წარმოადგენს, ის დახმარებას ვერ მიიღებს. თან ერთჯერად დახმარებაზეა საუბარი. სოფლის მეურნეობაში, მხოლოდ 200 000 ფერმერი მიიღებს დახმარებას, როცა მიწას ფლობს 570 ათასი. სოციალურად დაუცველებშიც კი ნახევარი მიიღებს მხოლოდ დახმარებას",-აცხადებს მიქაუტაძე. 

მისივე თქმით, არსებული მძიმე ვითარების პარალელურად დღეს მთავრობა ასუბსიდირებს იმ ჯგუფს, რომელსაც დახმარება არ სჭირდება.

"სამაგიეროდ მივიღეთ ის, რომ ის ადამიანები, ვისაც ხელფასი და დანაზოგი აქვს, ვინც აპირებდა იპოთეკით ბინის შეძენას, დღეს მას მთავრობა ეხმარება. უკეთესი იქნებოდა ეს თანხა გადასულიყო სხვა მიმართულებით. მაგალითად, ეროვნულ ბანკს შეუძლია რეგულაციების მოხსნა სესხებზე",-აცხადებს მიქაუტაძე.


close დახურვა