logo
ENG



გიორგი გაბუნია მასზე 2 წლის წინ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სასამართლოში გამოკითხეს

08 ივლ 202012:46
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული მარშის“ წევრების თავდასხმიდან 2 წლის შემდეგ, ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით პირველად  დაიბარეს. დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

საუბარია 2018 წლის 18 მარტს მომხდარ ინციდენტზე, როდესაც გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გასული სიუჟეტის წარდგენის გამო, ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა გაბუნიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

საქმეზე სულ 8 ბრალდებულია. გამოძიება მათ ხულიგნობასა და ქონების დაზიანებას ედავება

„კითხვები შეეხებოდა იმას, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ვისგან მოდიოდა აგრესია. ასევე როგორ ვთვლი, ვინ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი, მოხდა ეს შემთხვევით, თუ დაგეგმილად და ასე შემდეგ. ისიც კი მკითხეს როგორ სასჯელს ვითხოვ ამ ადამიანებისთვის და რა მოლოდინი მაქვს სასამართლოსგან. 8 ბრალდებულია სულ და მათ შორის ლადო სადღობელაშვილი. რეალურად, ერთადერთი ადამიანი, ვისაც მანამდეც ვცნობდი, ლადო სადღობელაშვილი იყო“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.


close დახურვა