logo
ENG



გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა

23 სექ 202413:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/23/l2twjd7ob6mpp9h.jpg

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა. ინფორმაცია ფორმულას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

გიორგი გახარია ორბელიანების სასახლეში დღეს დილით იმყოფებოდა. 

***

ქართული ქარტია, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმად, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.

ქარტიაში საუბარია "ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.

რომელმა პარტიებმა მოაწერეს პრეზიდენტის ქართულ ქარტიას ხელი - სია


close დახურვა