logo
ENG



გიორგი გახარია: მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

07 სექ 202011:57
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ღირსეული პარტნიორი 2020-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ თავდაცვის უნარიანობის გაზრდისკენაა მიმართული.

"მინდა გითხრათ, რომ ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს წვრთნები არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ მიმართული და საქართველოს თითოეული მოქალაქის და თითოეული ჯარისკაცის ვალდებულება", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, წვრთნა არის თითოეული მოქალაქის მშვიდობის გარანტი და ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რათა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიღწევადი გახდეს. 

ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე „ღირსეული პარტნიორი 2020" ოფიციალურად გაიხსნა. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს" უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

 


close დახურვა