საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა, რომლიც ქვეყნის მასშტაბით 21 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს, მედიას არ შეეხება. გიორგი გახარიას თქმით, ერთადერთი მთავარი მოთხოვნა, რაც ჟურნალისტებს უწესდებათ, პირადი უსაფრთხოების დაცვაა.
„საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, მედიას არ ეხება. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება: დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. სხვა შეზღუდვები მედიას არ ექნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.