logo
ENG



გიორგი ვაშაძე: ვიმკით იმ შედეგს, რაც ტესტირების კუთხით იქნა დაშვებული

31 მარ 202011:16
3 წუთის საკითხავი
clock 319

საქართველოში შექმნილ ვითარებას ოპოზიციური პარტიები აფასებენ. ხელისუფლების მიმართ ისმის კრიტიკა. ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დამატებითი ზომების შემოღების აუცილებლობა მთავრობამ არასაკმარისი რესურსის გამო მიიღო. "ევროპულ საქართველოში" კი ხელისუფლებას ახსენებენ, რომ კარანტინის რეჟიმს ეკონომიკური კრიზისი და უმუშევრობის ზრდა მოსდევს. პარტია მზადაა საზოგადოებას საკუთარი ეკონომიკური ხედვა გაუზიაროს და სოციალური დახმარების გეგმა გააცნოს.   

„არ ვიცით სად არის ვირუსი, ვერ ვებრძვით ვირუსს. ამისათვის გვიწევს დამატებითი ზომების შემოღება, თუმცა ნამდვილად არ ვიცი საღამოს 09:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე პერიოდში კორონავირუსიანი ავადმყოფები უფრო გადაადგილდებოდნენ? ეს არის გადაწყვეტილება გადაწყვეტილებისთვის. სამწუხაროდ ვიმკით იმ დიდი შეცდომების შედეგს, რაც ტესტირების კუთხით იქნა დაშვებული“, - განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

 


close დახურვა