სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ყველა ინფორმაციით, ოპოზიცია არჩევნებში იმარჯვებს.
ვაშაძის თქმით, ქართული ოცნება საარჩევნო უბნებზე სიტუაციას სპეციალურად ძაბავს, რათა ამომრჩევლები არჩევნებზე არ მივიდნენ.
"ყველანი მოდით საარჩევნო უბანზე. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამომრჩეველმა გადაწყვიტოს ვინ იმარჯვებს არჩევნებში და არა მოძალადეებმა და ზონდერ ბრიგადებმა. ყველა ინფორმაციით, ოპოზიცია არჩევნებში იმარჯვებს, ეს აუცილებლად დაფიქსირდება დღის ბოლოს, მაგრამ კიდევ ერთხელ - ახლა მთავარია ამომრჩევლის აქტივობა. ჩვენი მხარდამჭერებისა და დამკვირვებლების მიერ უბნების უმრავლესობაზე უზრუნველყოფილია მშვიდი გარემო. რაც შეეხება მასობრივ მოსყიდვებს, ამან არ უნდა იქონიოს გავლენა ამომრჩევლის ნებაზე", - აცხადებს ვაშაძე.
ის მოუწოდებს ქართულ ოცნებას, რომ შეწყვიტოს საარჩევნო მოროდიორობა. გარდა ამისა, ვაშაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა და განაცხადა, რომ ის არ შეიძლება მხარე იყოს.
