logo
ENG



გიორგი ვაშაძე ანტიკრიზისული გეგმის ორ კომპონენტს ასაჯაროებს

30 მარ 202018:28
3 წუთის საკითხავი
 

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებლის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის ორ კომპონენტს ასაჯაროებს.

მისი თქმით, პირველი კომპონენტი მოსამზადებელი სამუშაოები და ლოჯისტიკაა, მეორე კი თავდასხმა.

ვაშაძე ამბობს, რომ გეგმა დარგის ექსპერტების დახმარებით არის შექმნილი და ხელისუფლებას მისი გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვიმყოფებით ფაქტობრივად ომის პირობებში ამ ვირუსთან. შესაბამისად, სწორედ საომარი სტრატეგია სჭირდება ქვეყანას და ამ სტრატეგიას ყველგან აქვს თავდაცვითი და თავდასხმითი ვერსიები. ჩვენ შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც გავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრს. დოკუმენტი შედგება ორი ნაწილისგან - ერთი ეს არის მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო მეორე - თავდასხმა. ჩვენ გვჭირდება სწრაფი ნაბიჯები იმისთვის, რომ დავამარცხოთ ვირუსი და არ დავდგეთ ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად შიმშილის პრობლემის წინაშე“, - განაცხადა ვაშაძემ.


close დახურვა