logo
ENG



გიორგი ვაშაძის თქმით, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსია

30 ოქტ 201917:33
3 წუთის საკითხავი
 
by1986xm7lhtj7m.png

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება. როგორც გიორგიმ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დღევანდელი განცხადება ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით არასერიოზულია და მოსახლეობას  დამატებით  სირთულეებს უქმნის.  

„ბატონო კალაძე, თქვენ ხართ ჩინოვნიკურ-კაბინეტურ ხიბლში შესული, თქვენ ხართ კორუმპირებული ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს, რა ხდება ქვეყანაში. ელემენტარულად გარეთ გამოდით, ნახეთ რა მდგომარეობაა ქალაქში. ტოტალური უმუშევრობა, საშინელი სოციალური ფონი და სატრანსპორტო კოლაფსი, რომელიც მივიღეთ თქვენი მმართველობის ორი წლის თავზე. საზოგადეობრივ ტრანსპორტში ფიზიკურად აღარ არის ადგილი“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა ხუთმაგდება.


close დახურვა