logo
ENG



გიორგი ვაშაძის საარჩევნო ბანერი ჩამოხიეს, პარტია მომხდარს მმართველ გუნდს უკავშირებს

20 სექ 202015:27
3 წუთის საკითხავი
clock 710
obalv95t4ij1a6x.jpg

ისანში, მეტრომშენის დასახლებაში სტრატეგია აღმაშენებლის საარჩევნო ბანერი ჩამოხიეს.

პარტია მომხდარში ქართული ოცნების აქტივისტებს ადანაშაულებს.

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, თეონა ჭალიძე აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები სახელმწიფოს მხრიდან არის წახალისებული. ის საგამოძიებო უწყებებს მომხდარზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ქართული ოცნების ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შესაბამისი ზომები მიიღონ, ეყოთ სინდისი, გამბედაობა და თავიანთი აქტივისტები დააწყნარონ, დაამშვიდონ და დასაჯონ. ვერც კი წარმოვიდგენ, რას უზამთ მაგალითად, ქართული ოცნების ბანერი ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენლმა ან მხარდამჭრმა,   დააზიანოს ან ოფისებზე თავდასხმა განახორციელოს. რა თქმა უნდა, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებოდნენ ისინი. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ კი ოპოზიციას ესხმიან თავს? რა თქმა უნდა, ამ დროს შერჩევითი სამართალია და ხელისუფლებაც ასე სჯობს დამნაშავეებს. შესაძლოა და დარწმუნებულიც ვარ, ასეთი ქმედებების ჩამდენებს ქართული ოცნების ოფისებში მადლობასაც კი ეუბნებიან". - ამბობს თეონა ჭალიძე.


close დახურვა