logo
ENG



გიორგი თარგამაძის გადაცემა დროება, ფორმულაზე ბრუნდება

29 დეკ 201923:33
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის განცხადებით, მომავალი სეზონიდან ეთერში გიორგი თარგამაძის გადაცემა „დროება“ დაიწყება.

ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადა. 

„ვიტყვი, რომ ჩვენს ეთერში დაბრუნდება გადაცემა "დროება" გიორგი თარგამაძესთან ერთად. გადაცემა, რომელმაც მთლიანად შეცვალა არსებული რეალობები და მედია სტანდარტები რაც არსებობდა იმ დროს. ბევრწლიანი პაუზის მერე "ფორმულა" იქნება ის არხი, სადაც გიორგი თავისი გადაცემა „დროება“-თი დაბრუნდება ჩვენს ეთერში. ამის გარდა, შაბათსაც განსხვავებული ფორმატის საინფორმაციო გადაცემა გვექნება. ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით იქნება მთავარი ნიუსი 20:00 საათზე. შაბათს იქნება განსხვავებული ფორმატი, ისეთი როგორიც ვიქენდს შეეფერება“,-განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.


close დახურვა