logo
ENG



გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 5 დღის შემდეგაც გამოძიებას არავინ დაუკავებია

23 ივნ 202020:01
3 წუთის საკითხავი
clock 351

5 დღის შემდეგაც გამოძიებას გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არავინ დაუკავებია. დაკითხულია 50 მოწმე, ჩატარდა ექსპერტიზა, საქმეს კიდევ ერთი მუხლი, - ძალადობა დაემატა, თუმცა ვერსიები და სპორტსმენის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

მეორედ დაკითხეს ის პირები, ვინც შაქარაშვილის მეგობარი თბილისში მაგისტრალიდან წამოიყვანეს, სწორედ იმ გზიდან, საიდანაც ფეხბურთელის კვალი გაქრა. დაკითხულები დუმილს ინარჩუნებენ, ადვოკატი კი ირწმუნება, რომ ავტომობილში მყოფ 6 პირს შაქარაშვილის სიკვდილთან კავშირი არ აქვთ.

რა მოხდა, 18 ივნისს ნარეკვავის დასახლებაში, ამ დრომდე პასუხი არ აქვთ გარდაცვლილი ფეხბურთელის ახლობლებსაც, პირველადი ექსპერტიზით გაირკვა, რომ 19 წლის გარდაცვლილ ფეხბურთელის ცხედარს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, თუმცა უცნობია სიკვდილამდე თუ სიკვდილის შემდეგ მიიღო ტრავმები შაქარაშვილმა. საქმეში ოჯახის სურვილით, დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთო, მაგრამ უცნობია ის რა დასკვნას დადებს.

ექსპერტიზის საბოლოო შედეგები 2 კვირაში გახდება ცნობილი, რის შემდეგადაც საქმე გადაკვალიფიცირდეს და კიდევ უფრო დამძიმდეს.


close დახურვა