logo

შაქარაშვილის საქმეზე ძალადობასა და თავისუფლების აღკვეთაში ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ

19 მარ 202115:43
3 წუთის საკითხავი
clock 267
შაქარაშვილის საქმეზე ძალადობასა და თავისუფლების აღკვეთაში ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ძალადობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულ სრულწლოვან პირებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.

როგორ მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა, სრულწლოვანი ბრალდებულები სასამართლომ სხვადასხვა მუხლით ცნო დამნაშავედ. კერძოდ:

  • მორაგბე ვასილ მახარაძეს გიორგი შაქარაშვილი მეგობრის, გური ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის 9 წელი მიესაჯა
  • ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი სასამართლოდ გაამართლა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, თუმცა დამნაშავედ ცნო ძალადობაში მონაწილეობაში და 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
  • დანარჩენ პირები - თენგო ბარბაქაძე, ნიკა ჟვანია და ირაკლუ მუმლაძე - სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში, მათაც თავისუფლების აღკვეთა 5-5 წლით შეეფარდათ.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს მდინარე არაგვში.

ფეხბურთელის საქმეზე დანიშნულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო ასფიქსია წყალში დახრჩობით.

გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, თუმცა სამი მათგანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 პირს,მათ შორის, ორ არასრულწლოვანს, პატიმრობა შეეფარდა.

close დახურვა