logo
ENG



გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა

24 ივნ 202007:46
3 წუთის საკითხავი
clock 387

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა. ამის შესახებ „ფორმულანიუსს“ შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა. ეს ადამიანი ფოტოგრაფია, რომელიც საღამოზე იყო დაქირავებული.

ჯერჯერობით უცნობია, დაკითხა თუ არა გამოძიებამ მოწმე. ამასთან, მირიან ნიკოლაძის განმარტებით, გარდაცვლილ ფეხბურთელს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს. ექსპერტიზის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

„მე არ მინდა ვიყო სუბიექტური და ჩემი პირადი დამოკიდებულებით რაღაც გაურკვევლობები შემოვიტანო. მე ვუშვებ ყველა ალბათობას მოცემულ ეტაპზე თანაბარი შესაძლებლობების ფარგლებში. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ღამის 2 საათზე იქ ბავშვი საბანაოდ და გასართობად არ ჩასულა. ამას წინ უძღოდა გარკვეული ექსტრემალური ვითარება, რომელიც წარმოიშვა ახალგაზრდებს შორის და რომელმაც კონფლიქტის სახე მიიღო. სხეულზე დაზიანებები არის, მაგრამ ექსპერტიზას უჭირს ვიზუალურად იმის გარკვევა, ეს დაზიანებები რით შეიძლება იყოს მიყენებული და როდის, ამას სჭირდება სათანადო ლაბორატორიული კვლევები. არსებობს მესამე თუ მეხუთე მოწმე, ზუსტად ვერ ვიტყვით პირობითია რამდენი მოწმე არსებობს. შეიძლება ჩავთვალოთ უშუალო მოწმე და შეიძლება ჩავთვალოთ ბოლო ეტაპის მოწმე. ფოტოგრაფი რომ ნამდვილად იყო, იღებდა სურათებს და შემდგომში ბოლო ეპიზოდშიც მოუწია რაღაც ფორმით ურთიერთობა, ეს მეც ვიცი“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. 

შეგახსენებთ, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა მდინარე არაგვში 22 ივნისს იპოვეს.


close დახურვა