logo
ENG



გიორგი შაქარაშვილის საქმე - არაგვისპირა თავსატეხი

05 ივლ 202019:24
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის საქმე, როგორც ჩანს, ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში და მოსახლეობის ცნობიერებაში კიდევ ერთ ბუნდოვან ისტორიად ჩაიწერება. საქმე არა ტრაგედიის დეტალებშია, არამედ იმაში, თუ როგორ რეაგირებს მსგავს შემთხვევებზე სახელმწიფო.

ორ კვირაზე მეტია, შაქარაშვილების ოჯახი ახალ რეალობასთან ცხოვრებას სწავლობს. ამ ტრაგედიით იწყება და მთავრდება ყველა საინფორმაციო გამოშვება. ბავშვის სიკვდილს განვიხილავთ ოჯახებში, სამსახურში და ამ ტკივილს ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები ერთმანეთს ვუზიარებთ.

რას აკეთებს პროკურატურა? დღემდე ჩვენ არ გვინახავს პასუხისმგებელი პირი, რომელიც ამ საქმეზე საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენი, საზოგადოების, ინტერესს დააკმაყოფილებდა. მთავარ საგამოძიებო ორგანოს თითქოს არ სურს ამ საქმესთან ასოცირდებოდეს და საკუთარ იმიჯს უფრთხილდება.

ტრაგედიიდან დღემდე კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. ჩვენებებში, ვიდეოთვალის ჩანაწერებში, თუ მათ მიღმა გაბნეულ დეტალებზე დაყრდნობით „დროებამ“ სრული სურათის აღდგენა სცადა. აღმოჩნდა, რომ წინააღმდეგობები უფრო თვალშისაცემია, ვიდრე დამთხვევები. 


close დახურვა