გირჩი - მეტი თავისუფლება პარლამენტს მიმართავს, რომ ვინც ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთიდან შევა, საქართველოში არ შემოუშვან.
"ვინც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში რუსეთის ხრიდან უკანონოდ შევა, დაასანქციეთ და იგივე რეჟიმში მოაქციეთ რა რეჟიმიც ვრცელდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთიდან უკანონოდ შესულებზე. ანუ, არ შემოვუშვათ საქართველოში", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
დღეს 22 თებერვალს ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკს და 3 ოლიგარქს სანქციები დაუწესა.
სანქციები შეეხება 5 რუსულ ბანკს: როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი.
ასევე, სანქციები შეეხება 3 ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. ისინი ვლადიმირ პუტინის მეგობრები და რუსეთის უმდიდრესი ადამიანები არიან.
დიდი ბრიტანეთის გარდა, დღეს, 22 თებერვალს, რუსეთისთის სანქციების დაწესებას ევროკავშირიც განიხილავს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ გერმანია გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტს აჩერებს.
გუშინ, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.