გლდანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში 6 წლის ბავშვი ჩავარდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პედიატრიულ "პრივატ კლინიკაში" გადაიყვანა.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით).