logo
ENG



გლდანში ე.წ. კალონკა არასწორად დაამონტაჟეს და წყალი გაზგაყვანილობაში შეუშვეს

15 მარ 202123:14
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/15/gm19ntrrhj2w9hu.jpg

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, გლდანში, მოქალაქემ წყლის გამათბობელი (ე.წ. კალონკა) არასწორად დაამონტაჟა და წყალი მთელი კორპუსის გაზგაყვანილობის სისტემაში შეუშვა.

"მესამე მიკრო რაიონის მე-5 კორპუსის მცხოვრებლები ამ ღამეს სუსხიან ღამეს გაზის გარეშე დარჩნენ. მიზეზი მათი მეზობლის დაუდევრობაა, რომელმაც შემთხვევით, ან არაპროფესიონალი ხელოსნის წყალობით, წყლის გამათბობელი (ე.წ. კალონკა) არასწორად დაამონტაჟა და წყალი მთელი კორპუსის გაზგაყვანილობის სისტემაში შეუშვა. ხვალამდე კორპუსის მცხოვრებლებს გაზის გარეშე მოუწევს ყოფნა, რადგან ჩართვამდე სრულად უნდა გამოიდევნოს წყალი კორპუსის გაზის მილებიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს ნუ ანდობს არაპროფესიონალებს წყლის გამაცხელებლებისა და გაზის გამათბობლების მონტაჟს.


close დახურვა