logo
ENG



გლოვის დღეები პატრიარქის დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება

18 მარ 202617:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/18/a9in1j26bof4130.png

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მასში ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, ანზორ ჩუბინიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ.

"სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება" - წერია განცხადებაში.


close დახურვა