ანაკლიის პროექტის შესახებ კანონმდებლების შეკითხვებზე პასუხის გაცემას და პარლამენტში მისვლას არ აპირებს რეგიონალური განვითარების მინისტრი. მაია ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ შეხვედრების პარლამენტში გამართვა პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუწყობს. ვიცე-პრემიერი თვლის, რომ კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად საკმარისი ორი თვე აქვს.
ცქიტიშვილის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში საჯარო განცხადების გაკეთება მნიშვნელოვანია.
"ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ მთავრობას მათი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. სამწუხაროდ ის წერილი, რომელიც მივიღეთ ვიცე-პრემიერისგან არ შეესაბამება შექმნილ ვითარებას, რადგან მათ კი არ ვახვედრებთ ერთმანეთს ჩვენი ამოცანაა, მათ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ საზოგადოების წინაშე. ეს იწილო-ბიწილო, რომელიც მიმდინარეობს არა მე ვარ მართალი, არა შენ ხარ მართალი, ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე, ასეთი საჯარო შეხვედრის დროს გაკეთდეს განცხადება,-"აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.