სტრატეგია აღმაშენებელის წევრი, თეონა ჭალიძე, ოპოზიციის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება გოგი წულაიას საქმესთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ემიჯნება მას.
როგორც თეონა ჭალიძე აღნიშნავს, ის არა მარტო არ ეთანხმება, წუხილსაც კი გამოთქვამს განცხადების გამო.
„არ ვეთანხმები ამაზე ხელმოწერას. პს: ვწუხვარ კიდეც", - წერს ჭალიძე სოციალურ ქსელში.
დღეს, 22 აპრილს, 20-ზე მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობრივი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ბრალდებულ გოგი წულაიას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
პარტიები აღნიშნავენ, რომ ეჭვქვეშ არ აყენებენ ქალის ბრალდებებს ძალადობაზე, თუმცა წულაიას პატიმრობაში დატოვება შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს.
პარტიები განცხადებაში მიუთითებენ ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებზე და აღნიშნავენ, რომ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოსდევს გოგი წულაიას დაპატიმრება.