დღეს გარკვეული მსვლელობა იქნება თუ სხვადასხვა ადგილების პიკეტირება, ჩვენ ხელებაწეული ვართ ყველგან, ეს უნდა იცოდეს ყველამ კარგად. ჩვენ ავწევთ ხელებს, დავდგებით და დავიცავთ ამ არაადეკვატურობისგან თავს. ჩვენ ზემოქმედების სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია, თუ არა ჩვენი ერთობა და ის, რომ შევუქმნათ მათ დისკომფორტი, სანამ იმ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რაც არის ჩვენი ხალხის ნება. პროვოკაციას არ ავყვეთ, მშვიდობიანად დავდგეთ, სადაც დავდგებით.
მოვუწოდებ საპოლიციო ძალებს და იმ რეპრესიულ სულისკვეთებას, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩვენი მოძრაობის მისამართით. თუ ის ეცდება, რომ რომელიმე ჩვენ თანამებრძოლზე ხელი აღმართოს, ვინმე დააპატიმროს, ან რაიმე იერიში მიიტანოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, მაშინ ამას მოყვება მთელი მოსახლეობის საყოველთაო გამოსვლა.