logo
ENG



გომელაური: კითხვა უნდა დაუსვათ ყოფილ ხელისუფლებას, რატომ მოხდა 2008 წლის ომი

11 აგვ 202012:00
3 წუთის საკითხავი
 
გომელაური: კითხვა უნდა დაუსვათ ყოფილ ხელისუფლებას, რატომ მოხდა 2008 წლის ომი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 2008 წლის აგვისტოს ომსა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე საუბრისას, კვლავ წინა ხელისუფლებისკენ მიანიშნებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება  საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, დეოკუპაციისთვის ყველაფერს აკეთებს.

ვახტანგ გომელაურის თქმით, მმართველი გუნდი "სხვას ვერაფერს გააკეთებს და ომს ვერ დაიწყებს". როგორც მან განაცხადა, ყოფილ ხელისუფლებას უნდა დაუსვან კითხვა, თუ რას აკეთებდნენ ისინი და რატომ მოხდა 2008 წელს ომი.

"ვინც ჩვენ მაგას გვეძახის და გვეუბნება, რატომ არაფერს არ აკეთებთ, ეგენი იყვნენ ხელისუფლებაში. კითხვას თუ დაუსვამთ მათ, რატომ მოხდა 2008 წლის ომი, ძალიან კარგი იქნება. ასევე კითხვა რომ დაუსვათ, 2008 წლის ომის შემდეგ, როცა ჩვენი გმირების გვამები ისევ ესვენა მინდორში და ტყეებში და თბილისში დისკოთეკები და კონცერტები იყო გამართული - რატომ ხდებოდა, რას ზეიმობდნენ, უფრო კარგი იქნება ეს კითხვა დაუსვათ მათ", - აცხადებს ვახტანგ გომელაური.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.  


close დახურვა