logo
ENG



გომელაური ბორდერიზაციის პასუხად: მაქსიმალურად ვცდილობთ, არ მოხდეს შეტაკება

26 ოქტ 201912:17
3 წუთის საკითხავი
 
chzh04lm5xbezlx.jpg

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციულ ქმედებებთან და განცხადებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

"ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაკეთეთ საგუშაგო და მაგათ არც უნდა შევეკითხებოდით, მაშინ გადმოსწიეს სადღაც 800 მეტრი, თუ რაღაცა... ჩვენ პრევენციული ღინისიება მუშაობს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ ჩაგვითრიონ დაძაბვაში, არ მოხდეს რამე ეტაკება ან სროლები. ეს არის ყველაზე მთავარი", - განაცხადა გომელაურმა.

მისი განცხადებით, ჟურნალისტებს ადგილზე შესვლის უფლება იმიტომ არ ეძლევათ, რომ ევროკავშირის დამკვირვებელი დააკავეს და გადაიყვანეს ცხინვალში და იგივე შეიძლება მოხდეს ჟურნალისტების მიმართაც.

კითხვაზე - რამდენად უსაფრთხოა იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის ტერიტორია - გომელაური პასუხობს, რომ უსაფრთხო არაა, რადგან იქ მცხოვრებ ადამიანებსაც აკავებენ რუსი ოკუპანტები და შემდეგ მათ უწევთ მოლაპარაკება ცხელი ხაზის გააქტიურება.

"ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ არ მოხდეს შეტაკება და ცეცხლი არ გაიხსნას ან იქითა მხრიდან ან აქედან დაა არ გადაიზარდოს უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციაში," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 


close დახურვა