შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განმარტებით, მან პროკურატურაში დაკითხვისას მის მიერ გაცემული ბრძანებების შესახებ ისაუბრა.
"კიდევ გავიმეორებ, იქ როცა შედის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, მე თვითონაც ვიყავი ერთ-ერთი რიგითი იქიდან დავიწყე და 8 წელი მომიწია იქ მუშაობა, იქ მე ვწყვეტ, უნდა ვისროლო თუ არ უნდა ვისროლო. იქ შენ ხარ მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ყველაფერიც. ოპერაციის დაწყებას წყვეტს სპეცდანიშნულების მეთაური და არა მინისტრი. პროკურატურამ და სასამართლომ უნდა გვითხრას, მოხდა თუ არა რამე გადაცდომა, ამას მე ვერ შევაფასებ," - განაცხადა შსს მინისტრმა.
გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე რამდენიმე თვის წინ დაიკითხნენ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.