გომის მთის გზაზე მიკროავტობუსი გადავარდა. შემთხვევა დღეს მოხდა.
შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
შსს-ს ცნობით, სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა.
ადგილზე პოლიცია, სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
