logo
ENG



გონიოში საქართველოს მოქალაქეს თავს დაესხნენ და მისი ავტომობილი დააზიანეს

27 აგვ 202217:22
3 წუთის საკითხავი
 

გონიოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეს თავს დაესხნენ და მისი კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და დაზარალებულს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზარალებულს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დასჭირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ და თავდასხმის შემდეგ მიმალვა სცადეს.  

ფორმულას ცნობით, პოლიციამ მომხდარზე 2 ადამიანი დააკავა. 


close დახურვა