logo
ENG



გორთან, სამარშრუტო ტაქსიდან ევროპიდან დაბრუნებული კაცი გაიქცა

18 მარ 202016:06
3 წუთის საკითხავი
 
ti2xkljaqrfai3l.png

თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსიდან პოლონეთიდან დაბრუნებული პირი გაიქცა. როგორც „ფორმულას“ გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარინე გიუნაშვილმა განუცხადა, მას ამის შესახებ პოლიციამ აცნობა.

გიუნაშვილის თქმით, მგზავრი ტელეფონით საუბრობდა და ამბობდა, რომ ის თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო.

„პირი გორთან გაიქცა სამარშრუტო ტაქსიდან. პოლიციამ მაცნობა, რომ მივსულიყავი, რადგან მგზავრები იყვნენ პანიკაში. მივედი ადგილზე. როგორც მგზავრებმა განაცხადეს, პირი თავად ესაუბრებოდა ტელეფონზე ვიღაცას და ამბობდა, რომ პოლონეთიდან 4 დღის წინ ჩამოვიდა და ახლა თვითიზიოლაციაში უნდა ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც მგზავრებმა პოლიციაში დარეკეს, ის სამარშრუტო ტაქსიდან გაიქცა“, - განაცხადა გიუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 1130 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 81.

მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებს. 

ამავდროულად, საკარანტინო წესის დარღვევა ადმინისტრაციული წესითა და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ხდება. კანონპროექტის მიხედვით, კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი სამი ათასი ლარით, იურიდიული პირი კი, 15 ათასი ლარით დაჯარიმდება. კარანტინის ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში პირს 6 თვიდან 1 წლამდე შინაპატიმრობა მიესჯება.


close დახურვა