logo
ENG



გორის მერიაში გაცემულმა სახელფასო ჯილდოებმა, სავარაუდოდ, მილიონ ლარს გადააჭარბა

10 იან 202313:16
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, გორის მერიასა და აიპებში წინასაახალწლოდ გაცემულმა სახელფასო ჯილდოებმა, სავარაუდოდ, მილიონ ლარს გადააჭარბა.

ფულადი ჯილდო ბიუჯეტიდან თითქმის ყველა თანამშრომელმა მიიღო. საუბარია დამატებით გაცემული ხელფასის 80, 70 ან 50%-ზე. ფორმულას ინფორმაციით, პრემიები ხინჩეგაშვილის უწყებამ აუთვისებელი თანხიდან გასცა.

კითხვებს გორის მერიაში არ პასუხობენ. მერიის თქმით, წინასაახალწლოდ გაცემული სახელფასო ჯილდოების რაოდენობას ითვლიან.

"ჯილდოები გაიცა წლის ბოლოს, სააგენტოს ყველა თანამშრომელზე. გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტმა ამის საშუალება მოგვცა და წლის ბოლოს ყველა თანამშრომელს განურჩევლად, დაერიცხა ჯილდო. სრულად, სააგენტოს 428 თანამშრომელზე, ეს შეადგენდა თანამშრომლის ერთი თვის სარგოს 70%-ს", - განაცხადა კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა.

გორის მერია არ აკონკრეტებს, თუ რა თანხა გაიცა ბიუჯეტიდან წინასაახალწლოდ სახელფასო ჯილდოებში.


close დახურვა