logo
ENG



გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 6 ადამიანს დაუდასტურდა

04 მაი 202010:38
3 წუთის საკითხავი
 

კოვიდ 19-ის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა გორის მუნიციპალიტეტში. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ფლავი-თერგვისის კლასტერს უკავშირდება.

ინფიცირებული სოფელ ფლავის მაცხოვრებელია. ბოლო მონაცემებით გორის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19 ექვს პირს დაუდასტურდა, 105 ადამიანზე კი თვითიზოლაციის რეკომენდაციია გაცემული.

გორის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში სოფელში მცხოვრებლების ნიმუშის გარდა, სამხედრო ჰოსპიტალში ინფიცირებული მედდის კონტაქტების და თერმოსკრინინგის დროს მომატებული ტემპერატურის მქონე პირების ნიმუშებიც არის გადაგზავნილი .


close დახურვა