logo
ENG



გორის პოლიციის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს

25 აგვ 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

გორის პოლიციის უფროსი იოსებ მურადაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მისი თანამდებობიდან მოხსნა, გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება, რომლის შედეგადაც 80 წლის ქვეითი ქალი გარდაიცვალა.

არსებობს ვარაუდი, რომ ტყვიავის პოლიციის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ აღნიშნული საქმის გამოძიების ნაცვლად საქმე ჩაფარცხეს და ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც მსხვერპლი გამოიწვია, პოლიციის მაღალჩინოსნებმა, სავარაუდოდ, ქრთამის აღების გამო არ გამოიძიეს

მურადაშვილი მისმა მოადგილე ლექსო სუხიშვილმა შეცვალა.


close დახურვა