logo
ENG



გორში, ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

31 დეკ 202010:18
3 წუთის საკითხავი
 

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე ტანსაცმლისა და შერეული საქონლის ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველების დახმარებით, ბაზრის ტერიტორიიდან, მოვაჭრეებმა გასაყიდად გამზადებული პროდუქციის უსაფრთხო ადგილას გამოტანა და ხანძრისგან გადარჩენა მოახერხეს.

"არსებობდა, ცეცხლის გვერდით მდგარ შენობებზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

ნახანძრალი ტერიტორიის დამუშავება და მონიტორინგი მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია", - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე  მუხლის  მეორე ნაწილით დაიწყო (ნივთის დაზიანება ან განადგურება ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით).


close დახურვა