გორში გადაადგილების შეზღუდვის საათებში 50 წლის მამაკაცმა 60 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრა, ფორმულას ინფორმაციით, კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მისულები - ფორმულა ინფორმაციის გადამოწმებას შსს-სთან ცდილობს.
დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, რომ ბრალდებულმა ცივი იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენა, რადგან მას 5 პირი ფიზიკურად უსწორდებოდა.