logo
ENG



გორში ძლიერმა ქარმა კორპუსებს სახურავები გადახადა

09 აგვ 202120:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/09/d124kzaytbax0yi.png

გორში ძლიერმა ქარმა კორპუსებს სახურავები გადახადა, ასევე წაქცეულია ხეები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე მუშაობენ გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. 

გორში საცხოვრებელი სახლები უამინდობამ გუშინაც დააზიანა. როგორც გორის მერიაში ამბობენ, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის, კაპიტალურ რემონტამდე კი კორპუსებს დროებით გადახურავენ.


close დახურვა