ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე 2008 წლის ომიდან. 9 აგვისტოს რუსული აგრესია უმძიმესი იყო გორისთვის. ქალაქის თავზე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდა და დაბომბვა დაიწყო. იმ დღეს ოკუპანტების შეტევამ გორსა და მიმდებარე სოფლებში 25 ადამიანი მოკლა, დაშავდა 138. 9 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ 49 სოფელი დაბომბა.
გორში 9 აგვისტოს ტრაგიკულ დღეს იხსნებენ
09 აგვ 202420:24
3 წუთის საკითხავი