ჟურნალისტი ეკა კვესიტაძის ინფორმაციით, კაცი რომელიც ღამით თბილისის ცენტრში "დიდება პუტინს" ყვიროდა - ანდრო მახათაძეა.
"ქართველი კაცი იძახდა "დიდება პუტინს" აგვისტოს ომის წლისთავზე...მოღალატეების ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს...ეს კაცი ანდრო მახათაძეა.
აქვს სასტუმრო "მახათა". საჯარო რეესტრის მიხედვით, ამ კაცს აღმოაჩნდა არა მხოლოდ ერთი კომპანია, არამედ მის სახელზეა რეგისტრირებული კიდევ რამდენიმე კომპანია - მსუყედ ფლობს ბიზნესს "ქართული ოცნების" პირობებში.
შეიძლება ქართველმა კაცმა მოითმინოს თავისუფლების მოედანზე ეროვნებით ქართველი კაცი ყვიროდეს "დიდება პუტინს"? ", - ამბობს ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე.
9 აგვისტოს, ღამით, საკრებულოსთან აქციის დროს, მოქალქემ "სლავა პუტინ" დაიყვირა, რასაც აქციის მონაწილეთა გაღიზიანება მოჰყვა.
